გიორგი სუხიტაშვილი - ახლა მოსკოვის "ცე ეს კა" დავპატიჟოთ და ისინი სამაჩაბლოს გაგვიპრავებენ

გიორგი სუხიტაშვილი - ახლა მოსკოვის "ცე ეს კა" დავპატიჟოთ და ისინი სამაჩაბლოს გაგვიპრავებენ

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ "დინამო არენაზე" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"როცა ტრიბუნაზე მთავრობის წევრები სხედან და მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარი შემდეგი შინაარსის პლაკატს აგაფარებს სახეზე - "აფხაზეთი რუსეთია", მაშინ როგორ უნდა იმოქმედოს "სახალხო დიპლომატიამ", დედა არ უნდა მო...? მაგრამ ჩვენ ხო ტოლერანტულები, სტუმართმოყვარე და ლიბერალი ერი ვართ. ახლა მოსკოვის "ცე ეს კა" დავპატიჟოთ და ისინი სამაჩაბლოს გაგვიპრავებენ ჩვენსავე დედაქალაქში. ცუდი კიდე ის არის, რომ როცა მოუნდათ, მაშინ დაგ..ეს და ჩვენც ვუწყობთ ამაში ხელს. სარჩელს ველოდები და გამოხმაურებას, ნუ ჩაისვრის ის, ვისაც ევალება ეს!", - წერს სუხიტაშვილი.

გუშინ "დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური მატჩის დროს მოსკოვის "დინამოს" გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე რუსეთის დროშა გამოფინეს. ამის გამო

თბილისის "დინამოს" გულშემატკივრების ნაწილმა პროტესტის ნიშნად, სტადიონის ტრიბუნები დატოვა. გარდა ამისა, ინტერნეტში ტრიბუნაზე გადაღებული ფოტო გავრცელდა.

ფოტოზე ჩანს, რომ სკამზე თავიდან ქართველი გულშემატკივრების ფლაერი იყო დაწებებული, რომელზეც ეწერა: ABKHAZIA & SAMACHABLO IS GEORGIA ("აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"). ზედ შეურაცხმყოფელი შინაარსის რუსული წარწერიანი ფლაერია გადაკრული. აღსანიშნავია, რომ მატჩს ქართველი და რუსი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ასევე: "დინამო არენაზე" რუსული დროშების აფრიალება გულშემატკივართა ნაწილმა გააპროტესტა

ფოტო უკომენტაროდ...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს