მერაბ მეტრეველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციაში თითქმის ვერაფერი შეცვალა

მერაბ მეტრეველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციაში თითქმის ვერაფერი შეცვალა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ პოლიციას აკრიტიკებს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციაში თითქმის ვერაფერი შეცვალა. როგორც ირკვევევა, ქართულ პოლიციაში ჩვენებებს ისევ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით მოიპოვებენ, პოლიციელები ისევ ბლატაობენ და თავს კანონზე მაღლა აყენებენ (თელიას საქმე), მშვიდობიან აქციაზე ისევ აკავებენ ხალხს ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრლადებით, როგორც ეს ადრე იყო (უბრლაოდ დაკავებულთა გვარები შეიცვალა). ერთადერთი, როგორც გვარწმუნებენ, შეწყდა ტოტალური თვალთვალი. იმედია, არ გვატყუებენ.

თუ ღარიბაშვილი გადაწყვეტს, თავისი კარიერა ნაძირალა პოლიციელებს შესწიროს, ეს მისი არჩევანი იქნება", - წერს მეტრეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს