სოციალურად დაუცველ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ჟალურის დასახლებაში, ყოფილი სკოლის ამორტიზებულ შენობაში შვიდი ოჯახია შესახლებული. თითოეულ სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთი რამ აერთიანებს - გაჭირვება და იმ აუქციონზე ფიქრი, რომელიც მათ დროებითი თავშესაფრის გარეშე დატოვებს.

სკოლა-ინტერნატის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პრობლემა არ არის, შენობის არცერთ მოსახლეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. თითქმის ყველა ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. როგორც დევნილები აღნიშნავენ, შენობა კერძო საკუთრებაა, ახლო მომავალში კი აუქციონის წესით გაიყიდება. ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი მათთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია და ეშინიათ, რომ ზამთარს ღია ცის ქვეშ გაატარებენ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა