აფრიკელმა ბავშვებმა კბილების სინქრონულად წმენდაში რეკორდი დაამყარეს

აფრიკელმა ბავშვებმა კბილების სინქრონულად წმენდაში რეკორდი დაამყარეს

აფრიკაში ბავშვებმა სინქრონულად კბილების წმენდის რეკორდი დაამყარეს. ღონისძიებაში ნიგერიის დაახლოებით 3000 სკოლის 300 000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

აქცია სტომატოლოგების ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. მათ გადაწყვიტეს, ბავშვებისთვის კბილების სწორი მოვლა ესწავლებინათ.

შედეგად, ნიგერიელმა ბავშვებმა 2007 წელს კბილების მასობრივი წმენდით დამყარებული რეკორდი მოხსნეს. მაშინ რეკორდულ წმენდაში 117 003-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ჯერჯერობით მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში არ შეუტანიათ. შეიტანეს თუ არა ორგანიზატორებმა რეკორდის რეგისტრაციაზე მოთხოვნა, უცნობია.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს