რა დაგიჯდებათ გურიის ზღვასა და მთაში დასვენება?

რა დაგიჯდებათ გურიის ზღვასა და მთაში დასვენება?

საკურორტო სეზონი გაიხსნა. გურიის მთისძირა და ზღვისპირა კურორტებზე სხვადასხვა პირობებია. ყველაზე დაბალი დონის და იაფ საკურორტო ზონად კვლავ ლანჩხუთის ზღვისპირეთი რჩება. სეზონს მომზადებული ხვდება გრიგოლეთის კერძო სექტორი. სადაც ბოლო წლების მსგავსად, 2-3 ლარიანი "კოიკების" ნახვა ახლაც არის შესაძლებელი. წელს ურეკში ორ ათეულ ათასზე მეტ დამსვენებელს ელიან. 30-ზე მეტი პანსიონატისა და სასტუმროს გარდა, დამსვენებლების დიდ ნაწილს გაცილებით დაბალ ფასად ოჯახები მიიღებენ. კერძო სასტუმროებში დასვენება დღე-ღამეში მინიმუმ 30-დან 50 დოლარამდე ჯდება. ძირითადი ფასები კი 10-20 ლარამდე ითამაშებს. რესტორანში 10-კაციანი სუფრა შარშანდელზე ძვირი, 400-500 ლარის ფარგლებში ჯდება, "მეფური სუფრა" კი კაცზე 60-დან 100-ლარამდე აღწევს. კომფორტი ურეკზე ნაკლები, თუმცა შედარებით მაღალი ფასებია შეკვეთილში. როგორც ამბობენ, აქაური ბუნება არანაკლებ სასარგებლოა, მაგრამ დამსვენებლების უმეტესობა ურეკს ამჯობინებს.

პირველი დამსვენებელი მთისძირა კურორტ ბახმაროს უკვე თვის ბოლოდან ეყოლება. პანსიონატის ტიპის დაწესებულებაში დასვენება სამჯერადი კვებით დღეში 30-40 ლარი ჯდება. სამსულიან ოჯახს ბახმაროში კვებისთვის მინიმუმ 500-600 ლარი დაეხარჯება, თუ ამას გზისა და ბინის ხარჯებსაც დავუმატებთ, სამსულიანი ოჯახის მინიმალური 500 და მაქსიმალური ხარჯი 1000 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა