საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს მოკლული, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. გარდაცვლილი ბავშვის დედა, დეიდა, ბებია და ოჯახის კიდევ სამი წევრი შსს-ში ისე წაიყვანეს, რომ მათთვის სიცრუის დეტექტორით შემოწმების შესახებ ცნობილი არ იყო. კითხვები ძირითადად ბავშვის გარდაცვალებასთან ოჯახის წევრების შესაძლო კავშირს ეხებოდა.