თამარ ჩერგოლეიშვილი - მელორ ვაჩნაძემ რომ თავში თხლიშა პოლიციელს, რატომ გამოძვრა 100 ლარით

თამარ ჩერგოლეიშვილი - მელორ ვაჩნაძემ რომ თავში თხლიშა პოლიციელს, რატომ გამოძვრა 100 ლარით

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციელების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ღარიბაშვილი იბრიქება, რომ არ დაუშვებს პოლიციელის შეურაცხყოფას და რომ საქართველო-რუსეთის ფეხბურთის მატჩზე უწმაწური სიტყვით მიმართეს პოლიციელს. მე მაინტერესებს, მელორ ვაჩნაძემ რომ თავში თხლიშა პოლიციელს, რატომ გამოძვრა 100 ლარით, ასევე მაინტერესებს მღვდელმა რომ 17 მაისს პოლიციელს ჩაარტყა, ის რატომ არ არის დასჯილი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პოლიციის აკადემიაში ჟურნალისტებთან საუბრისას "დინამო არენასთან" სამი ახალგაზრდის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ახალგაზრდებმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ტყულია, თითქოს ეს ახალგაზრდები დააკავეს იმის გამო, რომ აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ოკუპანტებს, ითხოვდნენ აფხაზეთის გათავისუფლებას ოკუპანტებისგან. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა და თითოეული პოლიციელის. ეს პოლიციელები იბრძოდნენ აგვისტოს ომში და ამ პოლიციელებს ძალიან უცენზურო სიტყვებით საშინლად, დამამცირებლად მიმართავდნენ ეს ახალგაზრდები. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, ისინი აგინებდნენ პოლიციელებს და პოლიციას. ჩვენ არ დავუშვებთ და არ ვაპატიებთ პოლიციელების შეურაცხყოფას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს