უფლისციხის მუზეუმის დირექტორად ვლას ვაწაძე დაინიშნა

უფლისციხის მუზეუმის დირექტორად ვლას ვაწაძე დაინიშნა

ანტიკური ხანის ციხე-ქალაქ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილებით, მუზეუმის დირექტორის მოვალეობას ახალი კონკურსის გამოცხადებამდე, ისტორიკოსი ვლას ვაწაძე შეასრულებს.

ვლას ვაწაძე დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე კულტურულ ძეგლთა დაცვის სააგენტოში მუშაობდა, უფლისციხის მუზეუმის თანამშრომელიც იყო და ასევე ასრულებდა გიდის ფუნქციებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა