მამაკაცს სახლში 15 კატის ლეშის შენახვისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს სახლში 15 კატის ლეშის შენახვისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

კანადის ქალაქ ვინძორის მკვიდრს, რომლის მაცივარში 15 მკვდარი კატა აღმოაჩინეს, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

61 წლის ჯერი მერნეკის ოროთახიან ბინაში სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ცხოველის ლეშის გარდა, ავადმყოფი და ნაწვალები 49 ცოცხალი კატა იპოვეს. პენსიონერი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობაში დაადანაშაულეს. მან ბრალი აღიარა.

მამაკაცს სასამართლომ ერთზე მეტი შინაური ცხოველის მოვლა აუკრძალა. მერნეკის სახლში ნაპონი კატები ცხოველთა თავშესაფარში მოათავსეს.

მომზადებულია CBC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს