საქართველოში სასტუმროების დეფიციტია

საქართველოში სასტუმროების დეფიციტია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებით, საქართველოში უკვე სასტუმროების დეფიციტია.

"მინდა მოვუწოდო ინვესტორებს, რომ საქართველოში უკვე დგას სასტუმროების დეფიციტი. სასტუმროები გადავსებულია, როგორც ბათუმში, ისე თბილისში, კახეთში, იმერეთში. საქართველოში არის შესანიშნავი ნიადაგი ახალი სასტუმროების აშენებისათვის, თუ გავითვალისწინებთ ტურისტების მზარდ დინამიკას, საქართველოს 2017 წელს 10 ათასი სასტუმროს დეფიციტი ექნება. რადგან ამ მიმართულებით, მოთხოვნა ძალიან მაღალია. კარგი იქნება, თუ ინვესტორები ამ კუთხით დააბანდებენ ფულს. ყველაფერთან ერთად ეს ბიზნესი საქართველოში ძალიან მომგებიანია",- განაცხადა სიგუამ.

მისივე ინფორმაციით, "მსოფლიოს ბანკის" დაფინანსებით წყალტუბოს რეაბილიატაცია უკვე მიმდინარეობს, ასევე დაგეგმილია 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა გუდაურში, ბაკურიანში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ