ქუთაისის ვიცე-მერს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის ვიცე-მერს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული მერი კახიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მისი გათავისუფლების მიზეზებზე ესაუბრა. კახიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა და მისი თქმით, თენგიზ თოფურიძემ სამსახურიდან პირადი ანგარიშსწორების გამო გაუშვა, რადგან მას არ მოსწონდა განსხვავებული აზრის ადამიანები.

"თუკი ჩემი დანაშაული არის ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობა სამი წლის წინ, გიორგი თევდორაძის მერობის დროს დავიწყე, მაშინ რა ჰქვია იმას, როდესაც თენგიზ თოფურიძის მეუღლე მუშაობს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში და მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ თოფურიძე კვლავ კურირებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას. როდესაც თენგიზ თოფურიძე მეოთხე ვიცე-მერის პოსტს უქმნის საკუთარ თავს, ეს არის არა ოპტიმიზაცია, არამედ ფაქსიმილიზაცია. ურჩიონ დიმიტრი კოპალიანს, რომელიც თავგზააბნეულია და მარიონეტად იქცა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით პროფესიონალის სამსახურიდან გაშვება არ შეიძლება", - განაცხადა მერი კახიანმა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა