ქუთაისის დრამატული თეატრის შენობაში კაფე-ბარი მოეწყობა

ქუთაისის დრამატული თეატრის შენობაში კაფე-ბარი მოეწყობა

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის ნაწილი 8 წლიანი იჯარით გაიცა. შე­ნობის იჯარით გაცემულ 643 კვ. მ ფარ­თზე, შ.პ.ს "მესხიშ­ვი­ლე­ბი" სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს აწარ­მოებს და კა­ფე-ბარის გახსნას მიმ­დი­ნა­რე წლის ბოლოს აპი­რებს. კა­ფე-ბარის მოწყობა შე­ნობის იმ ნა­წილ­ში იგეგ­მება, სა­დაც წლების მან­ძილ­ზე, სამხატ­ვრო და სა­დურ­გლო სა­ამ­ქროები იყო გან­თავ­სებული.

დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნობის ნა­წი­ლის იჯარით გა­ცე­მის მი­ზე­ზად, თე­ატ­რის­თვის და­მა­ტებითი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლების სა­ჭი­როება სახელ­დება. თუმცა ამას მსახიობები აკრი­ტი­კებენ და თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლობას უპირისპირდებიან.

"რა უნ­და თეატ­რში კა­ფეს, რეს­ტო­რანს და სა­ქე­ი­ფოს. ეს სი­ტუ­ა­ცია სა­მარცხვი­ნო­ა. გარ­და ამი­სა, მსგავ­სი და­წე­სებულებების არ­სებობა თე­ატ­რის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებას ხელს შე­უშ­ლის", - აცხადებენ თე­ატ­რის მსახიობები.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა