მძღოლმა მგზავრი ”უხამსი მაისურის” გამო ავტობუსიდან ჩააგდო

მძღოლმა მგზავრი ”უხამსი მაისურის” გამო ავტობუსიდან ჩააგდო

ავსტრალიაში, ქალაქ დარვინში ავტობუსის მძღოლმა ახალგაზრდა მამაკაცი მაისურზე "უხამსი ნახატის" გამო ავტობუსიდან ჩააგდო. ზედატანზე საცვლებში გამოწყობილი მოდელი იყო გამოსახული. ამასთან, 22 წლის დენიელ უილისს მგზავრობაზე უარი საკმაოდ უხეშად უთხრეს.

როგორც უილისი აცხადებს, თავდაპირველად მძღოლი დაინტერესდა იმით, ჰქონდა თუ არა მას თან სხვა მაისური. მგზავრმა ჩათვალა, რომ მძღოლი ხუმრობდა, მაგრამ შეცდა. მძღოლმა განაცხადა, რომ მაისურზე დატანილი პრინტი ზედმეტად გამომწვევია და ბიჭს მომსახურებაზე უარი განუცხადა.

საბოლოოდ უილისი და მისი მეგობარი გოგონა, რომელმაც მგზავრობის საფასურის გადახდა მოასწრო, იძულებული იყვნენ დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისულიყვნენ. მძღოლმა ფულის უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

იხილეთ ასევე: თბილისში სარეკლამო ბილბორდებზე მოდელების სიშიშვლეს საღებავით ფარავენ

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს