46 წლის ქალი 25 წლის გოგონას ჰგავს

46 წლის ქალი 25 წლის გოგონას ჰგავს

სამხრეთ კორეელი, 46 წლის ჯუნგ და იეონი 2 შვილის დედაა და 25 წლის გოგონასავით გამოიყურება.

2003 წელს მეორე შვილზე მშობიარობის შემდეგ ის 70 კილოს იწონიდა. ძველ ფოტოსურათებზე ის სავსე ფორმიანი, პუტკუნა, ჩვეულებრივი დიასახლისია და ასაკიც ეტყობა. ჯუნგი საკუთარი წონით უკმაყოფილო იყო და გადაწყვიტა, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებულიყო. სწორი კვებითა და სპორტდარბაზში ინტენსიური ვარჯიშით 3 თვეში 20 კილოგრამი დაიკლო. 

ჯუნგი ადგილობრივი მედიის ვარსკვლავი გახდა - საკუთარ გამოცდილებას დიასახლისებს ჟურნალ-გაზეთებით, პოპულარული თოქ-შოუებითა და რეკლამებით აცნობდა. მან ვიდეოც გადაიღო, სადაც ასახულია თუ როგორ უნდა ივარჯიშოს ქალმა, რომ ტანი ტონუსში მოიყვანოს და ცელულიტი დაამარცხოს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს