შალვა რამიშვილმა პრეზიდენტს პირისპირ აგინა

შალვა რამიშვილმა პრეზიდენტს პირისპირ აგინა

ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა ქობულეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრის დროს აგინა. ამის შესახებ შალვა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ქობულეთში ვიყავი გუშინ. შეხვედრაზე ვიჯექი სასტუმროს აუზთან. გაიჩითა სააკაშვილი. ავდექი. აუზის ერთ კიდესთან ეგ იდგა მეორესთან - მე. მერე მითხრეს, ხელებს შლიდი და აგინებდიო... ნერვები არ მივარგა, დავბერდი!

იდგა და მერე წავიდა.. ოჯახთან ერთად იყო. აქეთ ვიყავით მე, კოკა ყანდიაშვილი და კიდევ ჩემი მეგობარი ბიჭების დიდი სასტავი, რომლებსაც ძალიან, ძალიან ვესკი პრიჩინა აქვთ, რომ მიშა არ ევასებოდეთ.

არ ვიცი, ამ გაბოროტებულობისაგან როგორ გავთავისუფლდე, ან გავთავისუფლდე კი საერთოდ?! სინამდვილეში მაგრად მაწუხებს, რომ ჩამყვა ამ სუბიექტის ბოღმა ძალიან", - წერს რამიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს