რესტორანში სადილობისას ქალი გაშიშვლდა

რესტორანში სადილობისას ქალი გაშიშვლდა

ნიუ-იორკის რესტორანში - Verso ყველასთვის მოულოდნელად, ქალმა, რომელიც სადილობდა, მაისური გაიხადა და მკერდი მოიშიშვლა. შიშველი მკერდის დანახვაზე რესტორანში მყოფმა მამაკაცებმა სადილობა შეწყვიტეს და ქალის გარშემო შეიკრიბნენ. რესტორნის მეპატრონე ქალის საქციელმა შეურაცხყო და მას მაისურის ჩაცმა მოსთხოვა. ქალმა მკერდი არ დაიფარა და განაცხადა, რომ ქალებსაც მამაკაცების მსგავსად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მაისურის გახდის უფლება აქვთ.

"ჩემი რესტორნის 15 წლიანი წარმატებული ბიზნესის განმავლობაში ბევრი ინციდენტი მომხდარა, მაგრამ მსგავსი არსად გამიგია. არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს რესტორანში ხდებოდა", - ამბობს Verso-ს მფლობელი.

ქალს რესტორნის დატოვება მოუწია. თუმცა, შიშველი მკერდი მასშტაბური პროექტის - ფოტოსესიის ნაწილი იყო. მოდის ფოტოგრაფი ალენ ჰენსონი ამბობს, რომ მსგავს აჟიოტაჟს არ ელოდა და ფოტოსესია მხოლოდ საზოგადოებაში ქალის თანასწორობას და სილამაზეს ეძღვნებოდა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს