ახალციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პარტიული ნიშნით არჩევენ?

ახალციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პარტიული ნიშნით არჩევენ?

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ვერა საგოიანს სამთვიანი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და მოტივად არაპროფესიონალიზმი დაუსახელეს. საგოიანი სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ამჟამად კი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სააგენტოს უფროსის, გევო საგოიანის მეუღლეა. ხოლო ვერა საგოიანის შემცვლელი, ნარინე გალოიანი არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბში მუშაობდა.

ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი ჟუჟუნაძე აცხადებს, რომ თანამშრომლებს პროფესიონალიზმის და არა პარტიული ნიშნით არჩევს. "პარტიული ნიშნით ვერა საგოიანი სამსახურიდან არ გაგვითავისუფლებია. ბიბლიოთეკარის განათლების მქონე პირები თითქმის არ არსებობენ, ამიტომ დავნიშნეთ უმაღლესდამთავრებული. ვფიქრობთ მეტად პროფესიონალია", - განმარტა ჟუჟუნაძემ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა