დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა

დღეს შოკოლადის საერთაშორისო დღეა

დღეს, 11 ივლისს შოკოლადის საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად საფრანგეთში 1995 წელს აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ისეთი "ტკბილი ფილმების” ჩამონათვალს, რომელთა ნახვისას აუცილებლად მოგინდებათ შოკოლადის დაგემოვნება.

1. "შოკოლადი"

ამ ფილმში მთავარ როლს ცნობილი მსახიობები ჯულიეტ ბინოში და ჯონი დეპი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრში შოკოლადის მაღაზიის მფლობელი ქალბატონია, რომელსაც უამრავი წინააღმდეგობა ხვდება. ის კლიენტების გემოვნებას უცნაური მეთოდით იცნობს და სწორედ იმ ტკბილეულს სთავაზობს, რომელიც მათ ზუსტად მოეწონებათ.

2. ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა

აქაც მთავარ როლში მსახიობი ჯონი დეპია. ამჯერად ის ექსცენტრულ კონდიტერს ანსახიერებს. ფილმი როალდ დალის ზღაპრის მიხედვითაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ თავად ვარსკვლავს შოკოლადი არ უყვარს.

3. შოკოლადის გაკვეთილები

მთავარი გმირი უბედური შემთხვევის შემდეგ კონდიტერების კურსებზე ხვდება, სადაც თავის სიყვარულს და საკუთარ თავს პოულობს.

4. ქერათმიანი ადვოკატი

თავად ფილმი პირდაპირ არ არის დაკავშირებული შოკოლადთან, მაგრამ უამრავი ადამიანია შეყვარებული სცენაზე, სადაც რიზ უიზერსპუნის გმირი, საყვარელთან განშორების შემდეგ საწოლში კანფეტებს მიირთმევს. ქერათმიანი ადვოკატი თვლის, რომ შოკოლადი საუკეთესო საშუალებაა გატეხილი გულის გასამთელებლად.

5. ფორესტ გამპი

"ცხოვრება შოკოლადის კანფეტების ყუთს ჰგავს. არასდროს იცი, როგორი შიგთავსი შეგხვდება", - ეს შოკოლადის შესახებ ყველაზე ცნობილი ფრაზაა, რომლის სიმართლეს მთავარი გმირი მთელი ფილმის განმავლობაში ამტკიცებს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს