გიორგი სუხიტაშვილი - მალე ბანანის ჭამას აკრძალავენ, თუ არ დაჭრი

გიორგი სუხიტაშვილი - მალე ბანანის ჭამას აკრძალავენ, თუ არ დაჭრი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

"ზასაობის თემა თუ კბილაშვილის თემას დაჩრდილავდა, რას წარმოვიდგენდი, ყოჩაღ იმას, ვისაც ეს მოუვიდა თავში. აშკარად გაამართლა.

მაგამ რა ქნან იმათ, ვისაც ბუსუსებიანი პრეზერვატივი უნდა, ვისაც სიყვარულის გამოხატვისა არ ერიდება, მალე ბანანის ჭამას აკრძალავენ, თუ არ დაჭრი. ამ სკანდალური საქმეების გადასაფარად კიდე რამდენი სირობა უნდა დააწესოთ, ხალხს რატო არ ეკითხებით არაფერს? საქმე აკეთეთ და მაიმუნობას შეეშვით!

არც მე მომწონს, მაგრამ ამ თემის ასეთ დროს წამოწევა გამაღიზიანებელია. ამდენი მწვავე საკითხია (აღარ ჩამოვთვლი) და ეხლა რა აუცილებლობა იდგა. ძალიან უნიჭობაა და მიშლის ნერვებს", - წერს სუხიტაშვილი.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს