დელფინა ლა ლორი - ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან

დელფინა ლა ლორი - ''მწვალებელი'' ახალი ორლეანიდან

სახელი დელფინა ლა ლორი ისტორიაში მისი გლეხებისადმი სასტიკად მოქცევის გამო დარჩა. იგი კოლორიტული პიროვნება იყო და ახალი ორლეანის მოსახლეობას, სადაც ამ ქალმა თავისი ბოროტი საქმეები განახორციელა, დღემდე ახსოვს იგი.

შურისძიების მიზეზი

ცნობილია, რომ დელფინა ქვეყანას 1775 წელს მაკარტნების მდიდარსა და სახელგანთქმულ ოჯახში მოევლინა. გოგონა ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდებოდა. მისი მშობლები ჰაიტიზე მონათა აჯანყების დროს დაიღუპნენ - შეიძლება, სწორედ ეს გახდა დელფინას შავკანიანებისადმი ზიზღისა და შურისძიების მიზეზი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

მდიდარი ქალბატონი სამჯერ იყო დაქორწინებული. ორი მეუღლე გარდაეცვალა და თითოეულთან თითო ქალიშვილი ჰყავდა. უცნობია ქმრებთან მისი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრების წვრილმანები. დელფინას მესამე რჩეული დანტისტი ლეონარდ ლუი ლა ლორი იყო. 1832 წელს წყვილმა ახალ ორლეანში როიალ სტრიტზე სახლი შეიძინა, რომელსაც შემდგომში ''ლა ლორის მამულს'' უწოდებდნენ. ექიმი და ქალბატონი ლორი ქალაქში პატივსაცემი ადამიანი იყვნენ, მათ სახლში ხშირად ეწყობოდა მდიდრული მიღებები, სადაც ახალი ორლეანის ყველა დიდგვაროვანი იკრიბებოდა...

შემაშფოთებელი ამბავი

ნაცნობები დელფინას ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანად მიიჩნევდნენ. იგი იყო კარგად აღზრდილი, გონებამახვილი, გემოვნებიანი... მაგრამ გავიდა დრო და ლა ლორის მეზობლებმა შემაშფოთებელი ამბები შეიტყვეს. უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი ახალი ორლეანი მონათმფლობელური სამხრეთის ცენტრი იყო. ქალაქს გარს პლანტაციები ერტყა, სადაც მონებს ამუშავებდნენ. ყველა მეპატრონე კარგად როდი ექცეოდა თავის მონებს. გავიხსენოთ თუნდაც ჰარიეტ ბიჩერსტოუს ''ბიძია თომას ქოხი'' ... მიუხედავად ამისა, დელფინა ლა ლორის ამბავი მაინც გნსაკუთრებელია: როგორც ჩანს, მოსამსახურეებს იმდენად სასტიკიად ეპყრობოდა, რომ ეს ფაქტი მეზობლებსა და ნაცნობებს აღაშფოთებდა, ისეთივე მონათმფლობელებს, როგორიც თავად გახლდათ. ერთხელ, მცირეწლოვანმა მოსამსახურე გოგონამ დავარცხნის დროს შემთხვევით თმა მოქაჩა. განრისხებულმა დელფინამ მათრახს ხელი წამოავლო, ამის დანახვაზე გოგონამ მოკურცხლა. მეზობლებმა დაინახეს, როგორ მისდევდა ლა ლორი მოსამსახურეს. ყველას თვალწინ მან გოგონა აივანზე მიიმწყვდია, შეშინებული ბავშვი აივნიდან გადახტა. ეტყობა, კარგად უწყოდა, რას მოიმოქმედებდა ქალბატონი და როგორი სასჯელი ელოდებოდა, რადგანაც დელფინას ხელში ჩავარდნას სიკვდილი ან დასახიჩრება ამჯობინა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს