"ბუშტ-ბურთი" - ფეხბურთის მხიარული სახეობა

"ბუშტ-ბურთი" - ფეხბურთის მხიარული სახეობა

თუ ფიქრობთ, რომ ფეხბურთი ვერ გახდება უფრო სანახაობრივი, ცდებით. ორმა ნორვეგიელმა მეგობარმა ჰენრიკ ელვესტადმა და იოჰან გოლდენმა ფეხბურთი და ზორბინგი გააერთიანეს. ზორბინგი პოპულარული გასართობია, რომელშიც მოთამაშის სხეული გამჭვირვალე ბურთშია მოთავსებული. მათი გაერთიანებით ძალიან მხიარული თამაში, ზორბფეხბურთი შეიქმნა, რომელსაც ხშირად "ბუშტ-ბურთსაც" ეძახიან.

თამაშის პრინციპი ასეთია: მოთამაშეების სხეულები ხსენებულ გამჭვირვალე ბურთში თავსდება. ბურთს გარეთ მხოლოდ ფეხები რჩება, რათა მონაწილეებმა გადაადგილება შეძლონ. ვინაიდან ხელები ბურთში რჩება, მონაწილეებს წონაწორობის შენარჩუნება უჭირთ, რაც ამ უცნაურ ფეხბურთს უფრო სახალისოს და სანახაობრივს ხდის.

მონაწილეები ერთმანეთს ეჯახებიან, ძირს აგდებენ და ბურთის წართმევას ცდილობენ, რაც გოლის გატანას კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად მონაწილეებს შორის მაღალი კონტაქტურობისა, ტრამვები მინიმალურია, ვინაიდან მოთამაშეს ბურთი დაზიანებებისგან იცავს.

ამ უცნაური სპორტის პირველი მატჩი 2011 წელს ნორვეგიის ტელევიზიით გადაიცა. შემდეგ სიუჟეტი ვიდეოპორტალ youtube-ზე განთავსდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: "ჩაიცვით" ბუშტები და ითამაშეთ ფეხბურთი - სპორტის უჩვეულო სახეობა

მომზადებულია drunov.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს