როგორ გაგრძელდა ნიკუშას და ხატიას სიყვარული ამბავი "კურიერის" სპეც-გამოშვების შემდეგ

როგორ გაგრძელდა ნიკუშას და ხატიას სიყვარული ამბავი "კურიერის" სპეც-გამოშვების შემდეგ

ხატია ურიგაშვილი "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე ნიკუშას პასუხობს. ეს ის გოგონაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში "კურიერმა" სპეც-გამოშვება "ნიკუშას უყვარს ხატია" მიუძღვნა. სპეც-გამოშვებით ნიკუშამ ხატიას სიყვარულს ორიგინალურად აუხსნა.

"არ ვაპირებდი ბოლოდროინდელ ამბებზე არანაირი კომენტარის გაკეთებას, რადგან მეგონა, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თემებიც არსებობდა ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, ინტერესი ჩემი პირადი ცხოვრების გარშემო არ ცხრება და კითხვები ისევ ისმის გადავწყვიტე, რომ საკუთარი დამოკიდებულება ხმამაღლა დავაფიქსირო: მე და ნიკას გვაკავშირებს 4-წლიანი მეგობრობა და ის ძალიან მიყვარს, როგორც მეგობარი, მაგრამ მისი გრძნობების მიუხედავად, არაფერს მის მიმართ, გარდა მეგობრობისა, არ ვგრძნობ და ეს დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება. იმედია, მეტჯერ აღარ მომიწევს კომენტარის გაკეთება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ეს იქნება საკმარისი.

საჯაროდ აზრის დაფიქსირებისაგან თავს ვიკავებდი (თუმცა ამაზე ნიკასთან არაერთხელ მქონდა საუბარი) ნიკას მიმართ უდიდესი პატივისცემისა და ჩვენი მეგობრობის გამო, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენებისა და უამრავი უცხო ადამიანის, თუ ჟურნალისტის ინტერესისა და კითხვებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ჩემი აზრის საჯაროდ დაფიქსირება უკვე აუცილებელი იყო", - წერს ხატია ურიგაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს