ჟერარ დეპარდიე საპირფარეშოში სექსის დროს გამოიჭირეს

ჟერარ დეპარდიე საპირფარეშოში სექსის დროს გამოიჭირეს

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ბოლო დროს გამუდმებით სკანდალებში ეხვევა. ამჯერად 64 წლის მსახიობი გადასაღებ მოედანზე შეუფერებელ ქცევაში დაადანაშაულეს. ინციდენტი სერიალ Зайцев+1-ის გადაღებებზე მოხდა. დეპარდიე სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ვარსკვლავი იმ დროის გამოიჭირეს, როდესაც

ტუალეტის კაბინაში სექსით იყო დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს ინტიმური ურთიერთობა მასობრივი სცენების ერთ-ერთ მონაწილე გოგონასთან ჰქონდა.

ინციდენტის დეტალებზე სერიალში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი ალისა პრადო საუბრობს:

"გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უცნაური ხმა შემოესმა და ადმინისტრატორს დაუძახა. როდესაც საპირფარეშოს კარი გააღეს, იქ ჟერარი ახალგაზრდა გოგონასთან ერთად აღმოაჩინეს. პირადად მე ეს გოგო არ მინახავს, მაგრამ მთელი ჩვენი ჯგუფი შოკში იყო! საერთოდ დეპარდიე გადაღებებზე ხშირად იქცევა თავაშვებულად.

ჩვენი მსახიობებისთვის დეპარდიესგან მკერდზე ან საჯდომზე ჩქმეტა ჩვეულებრივი ამბავია. არიან ისეთებიც, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევენ. ერთმა გოგომ ფრანგ მსახიობთან ჩახუტება არ ისურვა. ჟერარმა მას უყვირა და აატირა", - ამბობს ალისა.

საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვარსკვლავი მოპედზე დაჯდა და გადასაღები მოედანი სასწრაფოდ დატოვა. მსახიობი ასეთი საქციელების გამო არავის დაუჯარიმებია. რუს ლამაზმანს მის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს, ამიტომ საქმე მალევე მიჩქმალეს.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს