როგორ იქცა სენსაციად უკრაინელი გოგონას საბჭოეთიდან გაქცევის ამბავი

როგორ იქცა სენსაციად უკრაინელი გოგონას საბჭოეთიდან გაქცევის ამბავი

18 წლის საბჭოელი უკრაინელი გოგონა ლილია გასინსკაია შორეულ 1979 წელს წამით არ დაფიქრებულა შეკითხვაზე: იყო თუ არა გაქცევის დრო? როცა კრუიზულმა ლაინერმა "ლეონიდ სობინოვმა", რომელზეც ის მუშაობდა, ავსტრალიური სიდნეის ნავმისადგომთან ღუზა ჩაუშვა, გოგონა ერთ-ერთი ილუმინატორიდან გაძვრა, წყალში გადაეშვა და თავისუფლებისკენ შესახვედრად გაცურა.

ილუმინატორში რომ გატეულიყო, გოგონას მხოლოდ ბიკინებით მოუხდა გაქცევა. მოგვიანებით სწორედ ამის გამო შეერქვა "გოგონა წითელი ბიკინით" და ასევე გაიცნო მსოფლიომ.

სიდნეისთან ახლოს პირმონტთან გავიდა ნაპირზე და დამტვრეული ინგლისურით მიმართა ერთ-ერთ მამაკაცს, რაიმე ტანსაცმელი მიეცა მისთვის და დახმარებოდა. შემდგომში მისი ამბავი დეტექტიური რომანის ჟანრში განვითარდა: საბჭოთა საელჩოს თანამშრომლებმა, რომელთაც ამცნეს ხომალდიდან ლილიას გაქცევის ამბავი, სცადეს მისი პოვნა, მაგრამ გაქცეული გაზეთ "დეილი მირორის" რედაქციის თანამშრომლებმა შეიფარეს საიდუმლო ადგილას. მერე მათვე გამოაქვეყნეს მისი ექსკლუზიური ინტერვიუ და ფოტოები ბიკინებში.

ლილიას გაქცევა ნამდვილ სენსაციად იქცა. მთელი ავსტრალიური მასმედია ცდილობდა მისგან ინტერვიუს აღებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ "დეილი მირორის" ერთ-ერთ თანამშრომელს ვუალით დაუფარეს სახე და მიაცემინეს ინტერვიუ რომელიღაც გაზეთისთვის, ვითომ ის ლილია იყო, სინამდვილეში კი უკრაინელი გოგონა სამალავში იმყოფებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს