ლამისყანაში ქართველი ფალავანის ბიუსტის გახსნაზე მისი რუსი მეტოქე ჩამოვიდა

ლამისყანაში ქართველი ფალავანის ბიუსტის გახსნაზე მისი რუსი მეტოქე ჩამოვიდა

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში სამბისტთა შორის მე-20 საუკუნის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარებული ივანე გამხიტაშვილის ბიუსტი დადგეს. გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად რუსეთიდან საგანგებოდ გამხიტაშვილის მეტოქე სერგეი ლაპოვოკი ჩამოვიდა. მან ქართველი ფალავნის სიკვდილის შემდეგ აღიარა, რომ მედალი, რომელიც 1998 წელს კალინგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო, გამხიტაშვილს ეკუთვნოდა.

ივანე გამხიტაშვილი 1999 წლის 13 დეკემბერს ავტოავარიაში გარდაიცვალა. ამავე წელს ჩამოვიდა საქართველოში ლაპოვოკი და ოქროს მედალი გარდაცვლილის მშობლებს გადასცა. მან ბიუსტის გახსნაზე განაცხადა, რომ ქართველებისა და რუსების მეგობრობას ჩაკეტილი საზღვრები ვერ დააცილებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა