შორენა ბეგაშვილი ჟურნალისტებს - "ნუ უვარდებით დედაჩემს სახლში და ნუ მივარდებით დაბადების დღეზე"

შორენა ბეგაშვილი ჟურნალისტებს - "ნუ უვარდებით დედაჩემს სახლში და ნუ მივარდებით დაბადების დღეზე"

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნებულ სიუჟეტს ეხმაურება და ჟურნალისტებს მისი პირადი ცხოვრების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

"hot.ge-ს საყურადღებოდ: ახალ ჯვარდაწერილ დავით ბაგრატიონთან ჩემი რომანი დასრულდა, კი არ დაიწყო, რადგანაც მის გეგმებში შედიოდა მეფობა. რაც შეეხება მანქანას, არავის არ მიუძღვის წვლილი მის ყიდვაში. რა პენტჰაუსი, ვინ ფიფია, ვიღაცას თუ უნდოდა ჩემთვის დაცვის აყვანა, იმას არ ნიშნავს, რომ მე მიყვარს. ჩემი ბავშვობის დეტალებზე მე უკვე ვისაუბრე, თუ მე უკეთეს პირობებში გავიზარდე და ეს ყურადღებისთვის მჭირდებოდა, უკვე ძალიან მიხარია. ვადასტურებ, რომ ქმართან დაშორების მიზეზი იყო მისი ღალატი. ჩემს ახლანდელ სამსახურს კი, ერთ-ერთი ტელევიზია კი არა, საუკეთესო ტელევიზია ჰქვია.

P.S. ნუ უვარდებით დედაჩემს სახლში და ნუ მივარდებით დაბადების დღეზე. ან თუ მოხვალთ, იქნებ შესაბამისად ჩაიცვათ!", - წერს ბეგაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს