ზვიად კვაჭანტირაძე: "გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია"

ზვიად კვაჭანტირაძე: "გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია"

ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებზე, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს. დეპუტატი ოზურგეთის ადმინიტრაციული შენობის წინ, გამგებლის კოტე შარაშენიძის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან კავშირს უარყოფს და მიაჩნია, რომ აქციები უნდა შეწყდეს. მისი თქმით, საკრებულოს არჩევნებზე, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი დამარცხდა, დეპუტატებზე კოტე შარაშენიძის მხრიდან იყო ზეწოლა.

"დიმა კვერღელიძე იყო კოალიციის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, რომელმაც ვერ მიიღო დე-ფაქტო მხარდაჭერა. კოტეს, რომ ავთანდილ სურგულაძე უნდოდა, ეს ყველამ იცის. იყო განსაკუთრებული ზეწოლები და არა მარტო კოტე შარაშენიძის მხრიდან. გამგებლის "უფროსი მეგობარი" ადიკო ივანიშვილია. მეგობრობა ყველას გვაკავშირებს და მეგობარი უნდა გყავდეს. მაგრამ ეს არანაირ საფუძველს არ იძლევა იმისა, რომ პრემიერ მინისტრის ოჯახის წევრები ვატრიალოთ თითზე. ეს გულისწუხილი გამოთქვა ბატონმა ადიკომ ჩემთან - ძალიან გთხოვო ჩემი სახელის ხსენება შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდო. შეიძლება კოტემ სთხოვოს ადიკოს რამე ან ვინმეს დანიშვნა და ადიკომ ეგ გაუკეთოს, მაგრამ ადიკო არ დააძალებს კოტეს ვინმეს სადმე დანიშვნას. მას ამის მექანიზმები არ გააჩნია", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა