ადიგენში ოჯახის ნათლიას ბავშვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ადიგენში ოჯახის ნათლიას ბავშვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ადიგენის ერთ-ერთ სოფელში, 16 წლის გოგონა, ოჯახის ნათლიას, 44 წლის მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. შემთხვევა პირველად 4 წლის წინ მოხდა, როდესაც გოგონა 11 წლის იყო. ოჯახისთვის ცნობილი კი გასული წლის ნოემბერში გახდა, როდესაც 15 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და შინ მობრუნებულმა სიმართლე ვეღარ დამალა. დაზარალებულის მონაყოლის თანახმად, მასზე მეზობლად მცხოვრები ძმის ნათლია და მისი შვილი 4 წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდნენ. ხან გზაზე ხვდებოდნენ, ხან კი სკოლიდან გამოჰყავდათ და სკოლის უკან დანგრეულ შენობაში შეყავდათ.

ძალადობაში დადანაშაულებულ ოჯახს მომხდარის შემდეგ სოფელში ცხოვრების გაგრძელებაც კი უჭირს. გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი გოგონას დადებითად ახასიათებს, თუმცა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. "ვერ ვხვდები რატომ დამაბრალეს ასეთი რაღაც. იქნებ იმიტომ, რომ თავიანთი ოჯახის ჩირქი სხვას უნდა მოსცხონ, სხვას დააბრალონ. ეგ არის სრული სიცრუე. ხალხი მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მოვსულვარ აქამდე", - ამბობს ეჭვმიტანილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა