დედები უფრო მოდურები გახდნენ

დედები უფრო მოდურები გახდნენ

გაიხსენეთ როგორ იცვამდა დედათქვენი, როდესაც პატარა იყავით. დედისა და შვილის ჩაცმულობა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა დღეს უკვე ეს ტენდენცია სრულიად საპირიპიროდ შეიცვალა. დედები უფრო მოდურები გახდნენ და სულ უფრო ხშირად იცვამენ ისე, როგორც მათი ქალიშვილები. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 40 წლის ქალები სულ უფრო ხშირად ირგებენ 20 წლის გოგონებისთვის განკუთვნილ სამოსს.

როგორც გამოკითხული გამყიდველები აცხადებენ, ქალები "ბალზაკის ასაკში" შებიჯების შემდეგაც კი არ ჩქარობენ, "ზრდასრულთათვის განკუთვნილი" ტანსაცმლის მორგებას.

ამ ტენდენციის გამო მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან ერთნაირი სამოსი დედებისთვის და მათი ქალიშვილებისთვის, რაც კლასიკისა და თანამედროვე ტენდენციების შერწყმას მოითხოვს.

კვლევის მიხედვით, ეს ტენდენცია ინტერნეტმა დაამკვიდრა. ქალები გამუდმებით აკვირდებიან, რა აცვიათ ვარსკვლავებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცდილობენ მათ მიბაძონ. ანჯელინა ჯოლის (38 წლის), ვიქტორია ბექჰემის (39 წლის) და სარა ჯესიკა პარკერის (48 წლის) შემხედვარე, მათი თანატოლი ქალები ცდილობენ ასევე სექსუალურად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.

ამერიკაში დედების მოდის "კანონმდებლად" მიშელ ობამას თვლიან. ამასთან, აშშ-ის პირველი ლედი საკმაოდ ხშირად ისევე იცვამს, როგორც მისი ქალიშვილები.

გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ გაცილებით უფრო მოდურები გახდნენ არა მხოლოდ შუა ასაკის ქალები, არამედ მათი მშობლებიც. 60 წლის ქალბატონები ახლა უფრო უწყობენ ფეხს მოდას, ვიდრე ახალგაზრდობაში. ისინი თამამად დადიან ე.წ ბალეტკებით, ჯინსებით და ქვედაბოლოებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს