მხატვრობა პიცაზე

მხატვრობა პიცაზე

დომენიკო კოროლა ექსტრაორდინალური მხატვარია, რომელიც ცნობილი ადამიანების პორტრეტებს პიცაზე ქმნის. მისი "პალიტრა" მოცარელას და ტომატის სოუსისგან შედგება. მხატრის კარიერა დომენიკომ პიცაზე ბრუს ლის პორტრეტის გამოსახვით დაიწყო.

დღეს დომენიკო კოროლას მენიუში არის პიცები მერლინ მონროს, ფრენკ სინატრას, ლუჩიანო პავაროტის, სოფი ლორენის და უამრავი სხვა ვარსკვლავის გამოსახულებით. მათ შორის არიან რიანა და ბიონსეც. დომენიკოს პიცა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ცნობილი ადამიანები დომინიკოს პირადად უხდიან მადლობას.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ გამოცხობამდე ვერავინ მიხვდება, ვისი პორტრეტი გამოისახება კერძზე. დომინიკომ ზუსტად იცის, როგორ გადანაწილდებიან ინგრედიენტები კონკრეტულ ტემპერატურაზე, შესაბამისად, მათ ისე ალაგებს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს