მამაკაცი ძაღლების სოლიდარობის ნიშნად 35 დღე გალიაში ჩაჯდება

მამაკაცი ძაღლების სოლიდარობის ნიშნად 35 დღე გალიაში ჩაჯდება

მანჩესტერში მცხოვრები ინგლისელი შონ ლე ვეგანი ძაღლების სოლიდარობის ნიშნად 35 დღე გალიაში ჩაჯდება.

35 წლის ვებ-დიზაინერი ამ აქციით მეგობრებს, ნათესავებსა და ზოგადად, ცხოველების მოყვარულ ყველა ადამიანს აჩვენებს, რომ საჭიროა უპატრონო ძაღლები სახლში, მყუდრო გარემოში შევიფაროთ.

შონი თავშესაფარში ისეთივე პირობებით იცხოვრებს, როგორც მიტოვებული ძაღლები. მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება და დიდი შანსია, თავშესაფარის შემოწირულობა გაიზარდოს. მთელი 35 დღის განმავლობაში, ის გალიაში იჯდება, ვეგეტარიანულ საკვებს მიიღებს და დღეში მხოლოდ 1 საათი ექნება იმისთვის, რომ დაიბანოს და სუფთა ჰაერზე ისეირნოს. პროექტი 5 ოქტომბერს დაიწყება. ეს სეზონი ინგლისში ძალიან ცივია და შონს სურს ხალხს აჩვენოს, როგორ სცივათ ძაღლებს და რას განიცდიან მიტოვებული ცხოველები.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს