აფრიკაში მხოლოდ მსუქანი გოგონები თხოვდებიან

აფრიკაში მხოლოდ მსუქანი გოგონები თხოვდებიან

როცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უამრავი სუსტი სქესის წარმომადგენელი ზედმეტ კილოგრამებს დიეტითა და სპორტდარბაზში ვარჯიშით ებრძვის, აფრიკელი ქალები გათხოვების მიზნით წონაში იმატებენ.

ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო მავრიტანიაში კაცები მხოლოდ მსუქან ქალებზე ქორწინდებიან. აფრიკელი კაცები ჭარბწონიან გოგონას სექსუალურად და ჯანმრთელად აღიქვამენ. 

მავრიტანიაში პრესტიჟისა და სიმდიდრის სიმბოლო მსუქანი ქალია, ამიტომ კაცებს ერთმანეთის ჯიბრზე ცოლად ჭარბწონიანი გოგონები მოჰყავთ.

ქალებსაც სხვა რაღა დარჩენიათ და იმის შიშით, გაუთხოვრები არ დარჩნენ, გასუქებას ბავშვობიდან იწყებენ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამრავი ბანაკია, სადაც მშობლებს გოგონები 8 წლის ასაკიდან მიჰყავთ - ბანაკში სპეციალური დიეტითა და აბებით ბავშვებს ასუქებენ. ქალები დღეში 15 000 კალორიაზე მეტს იღებენ. რაც უფრო ჭარბწონიანია გოგონა, ჰორიზონტზე მით მეტი საქმრო ჩანს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს