მამაკაცებს ერთი ნახვით უფრო ხშირად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს

მამაკაცებს ერთი ნახვით უფრო ხშირად უყვარდებათ, ვიდრე ქალებს

მიიჩნევა, რომ ქალი, როგორც უფრო მგრძნობიარე არსება, უფრო ადვილად კარგავს თავს და სასიყვარულო ქსელში ებმევა. თუმცა ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს გაცილებით უფრო რომანტიკული და მგრძნობიარე ნატურა აქვთ, ვიდრე ქალებს. კვლევის მიხედვით, მამაკაცები ქალებზე უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ერთი ნახვით შეყვარებისკენ.

გამოკითხვის დროს მამაკაცთა 25%-მა აღიარა, რომ ქალი მომენტალურად უყვარდება. 29%-ის თქმით, მათ გრძნობები პირველი პაემნის შემდეგ უჩნდებათ.

ქალები უფრო თავშეკავებულნი აღმოჩნდნენ სასიყვარულო ურთიერთობებში. გამოკითხვის თანახმად, ქალების 20% აცხადებს, რომ მათ ერთი ნახვით უყვარდებათ. ხოლო მამაკაცისადმი გრძნობა პირველი პაემნის შემდეგ, ყოველ მე-3 ქალს უჩნდება.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქმე ის არის, რომ სასიყვარულო გრძნობებს ქალებსა და მამაკაცებში ტვინის სხვადასხვა ნაწილი ააქტიურებს. მამაკაცებს "თვალებით უყვართ”, ამიტომ ქალებზე უფრო მალე უყვარდებათ. ქალებისთვის კი შინაგანი სამყაროს შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, რაც მეტ დროს მოითხოვს.

მომზადებულია Global¬Science.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს