გოგა ხაჩიძე - 9 თვეა, ივანიშვილი პრაქტიკულად შუშის სასახლიდან არ გამოსულა

გოგა ხაჩიძე - 9 თვეა, ივანიშვილი პრაქტიკულად შუშის სასახლიდან არ გამოსულა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ბოლო 9 თვეა პრემიერი, პრაქტიკულად, არც გამოსულა საკუთარი რეზიდენციიდან.

"რა განსხვავებული მოთხოვნები აქვს საზოგადოებას...

მიშა რომ ერთი თვის განმავლობაში ვინმეს არ შეხვედროდა, ჯერ ოპოზიცია იწყებდა ყვირილს - არიქა, საერთაშორისო იზოლაციაში ვართო და შემდეგ საზოგადოებაც აღშფოთებული იმეორებდა: დავიღუპეთ, ჩვენს პრეზიდენტს ხელს აღარავინ ართმევსო...

9 თვეა, ივანიშვილი პრაქტიკულად შუშის სასახლიდან არ გამოსულა.

მეზობლები ნახა, პანაშვიდებზე დადის და ურეკში თუ ჩავა უმრავლესობასთან შესახვედრად...

საერთაშორისო იზოლაცია კაციშვილს აღარ ახსოვს...

აღარაა აქტუალური საკითხი...

რა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი?!...

რაღა საჭიროა...", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს