სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები

სამსახურიდან გათავისუფლების ყველაზე უცნაური მიზეზები

ზოგიერთი კომპანია თანამშრომელს ხელგაშლილობის ან სიმაღლის გამო ათავისუფლებს. გთავაზობთ გათავისუფლების უცნაური მიზეზების ჩამონათვალს.

ჰუმანურობა კომპანია Walmart-მა თანამშრომელი ქალი იმიტომ გააგდო სამსხურიდან, რომ ეს უკანასკნელი არ დარჩა გულგრილი, როდესაც დაინახა, როგორ ჩატოვა კლიენტმა ძაღლი მანქანაში, მაშინ როდესაც გარეთ ძალიან ცხელოდა. კარლა ჩეინმა პოლიციას გამოუძახა. იმისათვის, რომ მაღაზიის ტერიტორიაზე კლიენტი მალე მოეძებნა, Walmart-ის თანამშრომელმა ხმამაღალი კავშირის მეშვეობით მთელი მაღაზიის გასაგონად მომხმარებლის ავტომობილის ნომერი გამოაცხადა. ამის შემდეგ უკმაყოფილო კლიენტმა Walmart-ის თანამშრომლისადმი პრეტენზიები გამოთქვა და განაცხადა, რომ მაღაზიათა ამ ქსელს აღარასდროს ეწვევა. მალევე ჩეინი "კლიენტთან უხეში მოპყრობის გამო" სამსახურიდან დაითხოვეს.

"ვნერვიულობ, რომ სხვა თანამშრომლები შეშინდებიან და მსგავსი შემთხვევის დროს ხმას არ ამოიღებენ, რათა სამსახური არ დაკარგონ. მე მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი", - განაცხადა კარლამ CBC-თან საუბრისას.

ზედმეტი ხელგაშლილობა

ნიდერლანდებში McDonald-ის თანამშრომელი რესტორნების ქსელიდან "ზედმეტი ხელგაშლილობის" გამო გაათავისუფლეს. გოგონამ კლიენტის სედვიჩში ყველის ერთი ზედმეტი ნაწილი მოათავსა. კომპანიამ გათავისუფლება იმით ახსნა, რომ თანამშრომელმა კორპორატიული წესი დაარღვია. საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლება ზედმეტად მკაცრ სასჯელად ჩათვალა და McDonald’s-ს დათხოვილი თანამშრომლისთვის 5 თვის ხელფასის გადახდა დააკისრა.

არასაკმარისი სიმაღლე

ცნობილმა კომპანია Starbucks-მა თანამშრომელი არასაკმარისი სიმაღლის გამო გაათავისუფლა. თავდაპირველად ყველაფერი წესრიგში იყო, ქალი სამსახურში ჩვეულებრივ აიყვანეს. მან ადმინისტრაციას პატარა კიბე ან სკამი სთხოვა, რათა მუშაობა გაადვილებოდა. თანაშრომელი იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მას არასაკმარისი სიმაღლე ჰქონდა.

სექსი ქორწინებამდე

ტერი ჯეიმსი, სან-დიეგოს ქრისტიანული კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, ქორწინებამდე სექსის გამო გაათავისუფლეს. ჯეიმსმა კოლეჯს სასამართლოში უჩივლა. აღსანიშნავია, რომ ახლა ქალი მისი შვილის მამაზე ოფიციალურად არის დაქორწინებული.

ზედმეტი სექსუალურობა

29 წლის ნიუ-ჯერსის მცხოვრები ლორენ ოდზი კომპანია Native Intimates-იდან გაათავისუფლეს. ეს კომპანია ქალის ქვედა საცვლებს ყიდის. ყოფილი თანამშრომლის თქმით, ებრაელ დამსაქმებლებს მისი სხეულის ფორმები და გამომწვევი სამოსი უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. ერთხელ ოდზს ისეთი ბიუსტჰალტერის ჩაცმა შესთავაზეს, რომელშიც მკერდი პატარა გამოჩნდებოდა. ამას მოკრძალებული კაბის ჩაცმის მოთხოვნაც დაემატა. ლორენი დასთანხმდა შეზღუდვებს, მაგრამ ამან მაინც ვერ იხსნა. "ზედმეტად სექსუალური" თანამშრომელი სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს