პენსიიდან დაქვითული სოციალური დახმარება

პენსიიდან დაქვითული სოციალური დახმარება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში სიღარიბის ზღვარს მიღმა არაერთი მოქალაქე ცხოვრობს. საერთო საცხოვრებელში შესახლებულ სამ ოჯახს კი, დამატებით, საცხოვრებელი ფართის პრობლემაც აქვს. მათ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს.

სუფსის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები დარიკო ცეცხლაძე ამბობს, რომ უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, რადგან სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. ამასთან, ხუთი თვის განმავლობაში აღებულ სოციალურ დახმარებას ახლა პენსიიდან უკავებენ და ფაქტობრივად, საარსებო წყარო აღარ აქვს.

ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, მსგავსი ოჯახები უამრავია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ერთდროულად ყველას ვერ გაწვდება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა