კოჰაბიტაციის შესანიშნავი მაგალითი ჩოხატაურის ხელისუფლებისგან

კოჰაბიტაციის შესანიშნავი მაგალითი ჩოხატაურის ხელისუფლებისგან

ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესა და მინისტრთა კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მწერლის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში მყოფ პრემიერს ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც "ნაციონალები", ასევე "მეოცნებეები" დახვდნენ. მათ შორის კოჰაბიტაციის შესანიშნავი მაგალითი საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძემ აჩვენა. ხუნდაძე ფოტოობიექტივის წინ, მინისტრებთან ერთად ისე პოზირებდა, თითქოს სულ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობდა.

ანალოგიურად იქცეოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც "ოცნების ნავში" ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადასხდნენ. ისინი ღონისძიების დასრულების შემდეგ, რესტორან "მარულაში" მყოფ პრემიერს ისე ეხვივნენ გარს, როგორც ცოტა ხნის წინ, სააკაშვილსა და მის გარემოცვას.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა