პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბე­ბი

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბე­ბი

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უც­ნა­უ­რი ჩვ­ე­ვე­ბი და ესა თუ ის მა­ნე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყო­ველ­თვის თვალ­ში­სა­ცე­მი­ა. რა უც­ნა­უ­რი ჩვ­ე­­ვე­ბი აქვთ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს, ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლო­გი გი­ორ­გი ჯა­ჯა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ა­კაშ­ვილს სი­ა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მა­ნე­რა აქვს, გარ­და ამი­სა, ისე სწ­რა­ფად და­დის, ზოგ­ჯერ დაც­ვაც კი ვერ ეწე­ვა. ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ პრე­ზი­დენტს მუდ­მი­ვად სადღ­აც ეჩ­ქა­რე­ბა და ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროს. მი­სი მე­ო­რე უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა ე.წ. ცხვი­რის ხე­ლით მოწ­მენ­და­ა. ამას იმი­ტომ კი არ აკე­თებს, რომ მარ­თლა ცხვირს იწ­მენდს, უბ­რა­ლოდ, ასე­თი ჩვე­ვა აქვს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

ივა­ნიშ­ვი­ლის უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბე­ბი არის თა­ვის უკან ან გვერ­დზე გა­და­წე­ვა, ასე­ვე ხე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა. ეს მი­სი ორ­გა­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბია და ამას ვერ შეც­ვლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ მოძ­რა­ო­ბებს მა­შინ აკე­თებს, რო­ცა ცდი­ლობს მკაც­რი იყოს, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სად მკაც­რი, უფ­რო ალა­ლი ადა­მი­ა­ნია და ამ ჟეს­ტე­ბით ცდი­ლობს გა­ამ­ყა­როს თა­ვი­სი სიმ­კაც­რე. ბევ­რი ლა­პა­რა­კია მი­სი სა­უბ­რის მა­ნე­რა­ზეც - "ჩა­გე­კითხ­ე­ბი", "ჩა­გე­ძი­ე­ბი" და ა.შ. ბავ­შვო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ჭორ­ვი­ლა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და ვი­ცი, რომ იმე­რეთ­ში ასე არ სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა მე, ხალ­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სუ­ლაც არ მეჩ­ვე­ნე­ბა უც­ნა­უ­რად ივა­ნიშ­ვი­ლის "ჩა­კითხ­ვე­ბი" და "ჩა­ძი­ე­ბე­ბი".

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ღა­რი­ბაშ­ვილს ახა­სი­ა­თებს თა­ვის მაღ­ლა აწე­ვა, ასე­ვე სწრა­ფად ლა­პა­რა­კი. თუმ­ცა წი­ნა­მორ­ბე­დივით, სიტყ­ვებს არ ყლა­პავს და ყვე­ლა სიტყ­ვის გა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ასე რომ, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­სა­გე­ბად სა­უბ­რობს.

კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი

და­ვი­თაშ­ვი­ლის უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა ჩხუ­ბის დროს კო­პე­ბის შეკ­ვრა­ა. ამ ბო­ლო დროს ბევრს ხა­ლი­სო­ბენ მის მი­ერ პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­ტა­ნილ უც­ნა­ურ კა­ნონ­პრო­ექ­ტებ­ზე. თა­ვა­დაც იცის, ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტებს რომ არა­ვინ და­ამ­ტკი­ცებს, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­უგ­დებს თე­მას და არის ერ­თი ამ­ბა­ვი.

ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი

ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვილს ჩხუ­ბის დროს უც­ნა­უ­რად უფარ­თოვ­დე­ბა თვა­ლე­ბი და ისე ლა­პა­რა­კობს, გე­გო­ნე­ბა, პი­რი­დან ცეცხლს აფ­რქვევს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კი ამ­ბობს, რომ პლას­ტი­ლი­ნი­ვით რბი­ლი­ა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა, არ არის ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვი პი­როვ­ნე­ბა. არ ემორ­ჩი­ლე­ბა დრეს­-კოდს - უნ­და და და­დის წვერ­გა­უ­პარ­სა­ვი, აც­ვია ძი­რი­თა­დად ერ­თი და იგი­ვე სა­მო­სი, რის­თვი­საც ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ მის­თვის მთა­ვა­რი საქ­მის კე­თე­ბაა და თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მის­თვის წვე­რის გა­პარ­სვა, გა­პარ­სა­ვენ კიდეც.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე

შე­საძ­ლოა სხვი­სი თვა­ლის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყოს, მაგ­რამ მე კარ­გად ვიც­ნობ და მა­ო­ცებს ამ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი ხალ­ხთან შეხ­ვედ­რი­სას ან სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რის დროს.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი

უსუ­ფაშ­ვი­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­­ლი­ტი­კო­სი­ა, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ემორ­ჩი­ლე­ბა ეტი­კეტს, მაგ­რამ რო­ცა ბრაზ­დე­ბა, ვე­ღარ თო­კავს ემო­ცი­ებს და ცდი­ლობს წარ­ბე­ბის შეყ­რით გა­მო­ხა­ტოს ეს გაბ­რა­ზე­ბა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

თე­ას აქვს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ა, სულ გგო­ნი­ა, რომ გე­მუქ­რე­ბა, მაგ­რამ თუ დააკ­ვირ­დე­ბი, არც ერთ სიტყ­ვა­ში არ ჩანს მუ­ქა­რა. ყვე­ლა­ფე­რი მი­სი მკაც­რი ტო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს