გალავნის ნაცვლად აკვარიუმი

გალავნის ნაცვლად აკვარიუმი

თურქეთის ქალაქ იზმირში, თურქმა ბიზნესმენმა მეჰმეტ ალი გოკცეგლუმ საკუთარი ვილის გარშემო გალავნის ნაცვლად, მთელ სიგრძეზე უზარმაზარი აკვარიუმი გააშენა.

ბიზნესმენმა დიზაინერებს 50 მეტრი სიგრძის აკვარიუმი 8 წლის წინ ააშენებინა. აკვარიუმში ათასზე მეტი თევზი ცურავს. თუმცა, მეჰმეტის ოჯახი აბეზარმა ტურისტებმა შეაწუხეს. სახლთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. მეჰმეტს ოცნების აკვარიუმი 21 000 დოლარი დაუჯდა. დაქირავებული ჰყავს მუშების ჯგუფი, რომლებიც თევზებს უვლიან და აკვარიუმის სისუფთავეზე ზრუნავენ.

აკვარიუმს 17 სათვალთვალო კამერა აქვს დამონტაჟებული, საიდანაც სპეციალური ჯგუფი აკონტროლებს ტურისტების ქცევას - ძალიან ახლოს რომ არ მივიდნენ და შუშა არ დააზიანონ. ყველას შეუძლია ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, მაგრამ როგორც კი აკვარიუმს შეეხები, სიგნალიზაცია ჩაირთვება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს