მამუკა მიქაუტაძის დედა: "ჩამოვალ თბილისში, დამიდექით გვერდში და გამარკვევინეთ სიმართლე"

მამუკა მიქაუტაძის დედა: "ჩამოვალ თბილისში, დამიდექით გვერდში და გამარკვევინეთ სიმართლე"

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის დედა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი შვილის საქმის ობიექტურად გამოძიებას სთხოვს. "ეს საქმე რომ გავარკვიოთ, არ შეიძლება? ჩამოვალ, თბილისში, დამიდექით გვერდში და გამარკვევინეთ სიმართლე. რძლისგან ვიცი, რომ იმ დღეს ნაცემი მოსულა სახლში, მე არ მინახავს ჩემი შვილი, რძლისგან ვიცი ყველაფერი. უნდა გავარკვიო, რას ერჩოდნენ ჩემს შვილს, რატომ მოაკვლევინეს თავი", - ამბობს გარდაცვლილის დედა, გუგული უგულავა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის მამუკა მიქაუტაძემ 5 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა