დუბაის მაცხოვრებლებს დაკლებულ კილოგრამებში ოქროს გადაუხდიან

დუბაის მაცხოვრებლებს დაკლებულ კილოგრამებში ოქროს გადაუხდიან

დუბაის მთავრობამ ქალაქის მაცხოვრებლების წონის დაკლების სტიმულირება ოქროთი გადაწყვიტა.

პროგრამის "თქვენი წონა ოქროში" ფარგლებში, რომელიც 19 ივლისიდან 16 აგვისტომდე ჩატარდება, ქალაქის მაცხოვრებლები ზედმეტი წონის ყოველ დაკლებულ კილოგრამზე ერთ გრამ ოქროს მიიღებენ (დაახლოებით 42 დოლარი). დაკლებული კილოგრამების რაოდენობის მიხედვით, პირველ სამ ლიდერს 20 000 დირჰამად (დაახლოებით 5,5 ათასი დოლარი) ღირებული ოქროს მონეტით დააჯილდოვებენ.

მონაწილეებს რეგისტრაციის დროს და პროგრამის დასრულების დღეს აწონიან. ჯილდოს ის მიიღებს, ვინც ამ დროის განმავლობაში არანაკლებ 2 კილოგრამს დაიკლებს.

ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, ჰუსეინ ჰასერ ლუტაჰის თქმით, დუბაიში სხვადასხვა სპორტის სახეობის 91 ობიექტი არსებობს. "ცხელი ამინდი თავის გამართლების საშუალებად არ უნდა იქცეს - ვარჯიში ან სირბილი საღამოს, ან დილით ადრეც შეიძლება",- დასძენს იგი.

გაერთიანებულ არაბთა ემირატებში ზედმეტი წონა ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 2007 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 68%-ს ზედმეტი წონა აწუხებდა.

მომზადებულია Gulfnews-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს