შავი ჰოთ-დოგი პოპულარობის ყველა რეკორდს ხსნის

შავი ჰოთ-დოგი პოპულარობის ყველა რეკორდს ხსნის

დღეს, 18 ივლისს ჰოთ-დოგის საერთაშორისო დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე აშშ-ში 1893 წელს აღნიშნეს. დღეისთვის კი ჰოთ-დოგის პოპულარობის ყველა რეკორდს იაპონია ხსნის. სწორედ აქ გამოიგონეს შავი ჰოთ-დოგი, რომელიც სწრაფი კვების ობიექტების ნამდვილ ჰიტად იქცა.

ამ 30 სმ-იანი ორიგინალური კერძის დაგემოვნება ტოკიოშია შესაძლებელი. შავი ჰოთ-დოგი ისე გამოიყურება, თითქოს მიკროტალღურ ღუმელში ზედმეტად დიდხანს გააჩერეს.

სწრაფი კვების ობიექტში Vegas Premium Hot-Dogs-ში შექმნეს ჰოთ-დოგი, რომლის ყველა ინგრედიენტი აბსოლუტურად შავია. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაც გაყიდვაში ეს ეგზოტიკური კერძი გამოვიდა, ხსენებულ დაწესებულებასთან რიგები არ წყდება.

ყველას ეგონა, რომ შავი ჰოთ-დოგი საზოგადოებაში სკეპტიკურ დამოკიდებულებას აღძრავდა, თუმცა "დელიკატესის" რეკლამის გამოჩენის შემდეგ, მოსახლეობაში ნამდვილი  ბუმია.  

სწრაფი კვების ქსელი ინგრედიენტების შესაღებად ბამბუკის ნახშირს იყენებს, რომელიც იჭმევა და ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაა. აზიაში ბამბუკის ნახშირს უკვე დიდი ხანია საკვებისთვის ფერის შესაცვლელად იყენებენ. მას გემო არ აქვს და არც კერძის გემოს აფუჭებს. შავი ჰოთ-დოგის ფასი 6 აშშ დოლარია.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს