"სუს" -ის კასპის განყოფილებას დირექტორების "დამშანტაჟებელი" ხელმძღვანელი ჩამოაცილეს

"სუს" -ის კასპის განყოფილებას დირექტორების "დამშანტაჟებელი" ხელმძღვანელი ჩამოაცილეს

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ("სუს") ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი გერმისაშვილი კასპი რაიონს ჩამოაცილეს. კასპის გამგებელის, ოლეგ იაძის განცხადებით, ის პიროვნება, რომელიც 2013 წლის 8 ივნისს, კასპის საჯარო სკოლების დირექტორებს რესურცენტრის შენობაში ცალ-ცალკე იბარებდა და მათ კითხავდა, ამჟამად რაიონს აღარ ხელმძღვანელობს.

"გერმისაშვილს, როგორც მე ვიცი, ამჟამად, ქარელის ზონა ჩააბარეს. მე გარანტიას ვაძლევ ჩემი რაიონის პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა პირებს, მათზე ზეწოლას ვეღარავინ გაბედავს. ასეთი ფაქტების შემთხვევაში, პირველ რიგში, მე ვიქნები მათი დამცველი. რაც შეეხება გერმისაშვილს, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებადე, ის იყო ჩვენი რაიონის პირველი დამტერორებელი და დამშანტაჟებელი", - აცხადებს ოლეგ იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა