"მოს­კო­ვის მა­ღა­ზი­ებ­ში ქარ­თულ ღვი­ნო­ზე რი­გე­ბი­ა"

"მოს­კო­ვის მა­ღა­ზი­ებ­ში ქარ­თულ ღვი­ნო­ზე რი­გე­ბი­ა"

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის აჩ­რდი­ლი სადღ­აც სა­ბა­ჟოს­თან და­ხე­ტი­ა­ლობს, თუმ­ცა მა­ღა­ზი­ებ­ში ჯერ კი­დევ არ ჩანს", - ამ­ბობ­და ერ­თი თვის წინ რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი გე­ნა­დი ონი­შენ­კო, თუმ­ცა ბა­ტონ ონი­შენ­კოს მი­ერ ათას­გზის შე­რის­ხულ­მა ქარ­თულ­მა ღვი­ნომ რუ­სულ ბა­ზარ­ზე მა­ინც შე­აღ­წი­ა. რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე პრო­დუქ­ცია უკ­ვე შე­ი­ტა­ნეს კომ­პა­ნი­ებ­მა: WS-მა, "დუგ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ამ", "კა­ხურ­მა ტრა­დი­ცი­ულ­მა მეღ­ვი­ნე­ო­ბამ", "თბილ­ღვი­ნომ"და სხვებ­მა. რო­გორ იყი­დე­ბა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნო? - ამ კითხ­ვა­ზე "დუგ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის"გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ზა­ზა დუგ­ლა­ძე გვი­პა­სუ­ხებს:

- ბა­ტო­ნო ზა­ზა, პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ შეგ­ხვდნენ რუ­სეთ­ში, რას ამ­ბო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ?

- ძა­ლი­ან დი­დი მო­ნატ­რე­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით შეგ­ვხვდნენ, ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზეც დი­დი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა­ა, ეს ეხე­ბა რო­გორც ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებს, ასე­ვე მი­ნე­რა­ლურ წყლებ­საც. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მო­ნატ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და ეს მარ­თლაც ასე ყო­ფი­ლა.

- თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ღვი­ნო რო­გორ იყი­დე­ბა?

- ის რა­ო­დე­ნო­ბა, რა­საც ვაწ­ვდით, ქსელ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე იყი­დე­ბა. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მოს­კო­ვის მა­ღა­ზი­ებ­ში რი­გი დგე­ბა და ჩვე­ნი ღვი­ნო მა­ლე­ვე ქრე­ბა ქსე­ლი­დან. ამ ეტაპ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ბოთ­ლი გვაქ­ვს გაგ­ზავ­ნი­ლი, პრო­დუქ­ცი­ის ნა­წი­ლი გზა­ში­ა, ნა­წი­ლი კი - უკ­ვე ქსელ­ში. რო­გორც ვი­ცი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია კი­დევ შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა, მათ შო­რის "ქინ­ძმა­რა­უ­ლის მა­რა­ნი"და "ბა­და­გო­ნი", რომ­ლებ­მაც სა­ბუ­თე­ბი უკ­ვე მო­ა­წეს­რი­გეს და ახ­ლო მო­მა­ვალ­ში შე­ი­ტა­ნენ თა­ვი­ანთ ღვი­ნოს რუ­სულ ბა­ზარ­ზე.

- თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი რას ამ­ბო­ბენ, მა­თი ღვი­ნოც ასე მა­ლე იყი­დე­ბა?

- რო­გორც ვი­ცი, ისი­ნიც არ არი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი. გა­მო­გიტყ­დე­ბით, არც კი ვე­ლო­დი, თუ ამ­ხე­ლა მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და ქარ­თულ ღვი­ნო­ზე, კო­ნი­აკ­სა და მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე. რა­საც ვას­ხამთ, მა­შინ­ვე ვგ­ზავ­ნით რუ­სეთ­ში და იმის ში­ში, რომ ჩვე­ნი ღვი­ნო არ გა­ი­ყი­დე­ბა, ნამ­დვი­ლად არა გვაქვს. მით უმე­ტეს, რუ­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ სე­რი­ო­ზუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რეთ.

- და­ბო­ლოს, ზუს­ტად რამ­დე­ნი ხა­ნი­ა, რაც ქარ­თუ­ლი ღვი­ნო რუ­სულ ბა­ზარ­ზე შე­ვი­და?

- ჯერ მხო­ლოდ ერ­თი თვეა გა­სუ­ლი. პირ­ვე­ლი პარ­ტია და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის წინ შე­ვი­ტა­ნეთ. ღვი­ნომ სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ე­ბი უნ­და გა­ი­ა­როს, დრო უნ­და გან­ბა­ჟე­ბას, ანა­ლი­ზებს, მაგ­რამ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქსელ­შია შე­სუ­ლი, მა­შინ­ვე იყი­დე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ