ძაღლი, რომელიც გაარკვევს, ნარკომანია თუ არა თქვენი შვილი

ძაღლი, რომელიც გაარკვევს, ნარკომანია თუ არა თქვენი შვილი

მსოფლიოში უამრავ ოჯახს ტანჯავს პრობლემა, რასაც შვილის ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ეს პრობლემა, როგორც წესი, თინეიჯერობაში იჩენს თავს და მშობლები ხშირად ვერაფერს ხვდებიან.

სწორედ ამიტომ, გერმანელმა მეწარმემ, რეითნერ რეუტერმა საინტერესო სერვისი შექმნა - ეს არის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელიც ნარკოტიკებსა და სხვადასხვა მედიკამენტებს ეძებს. ძაღლის, სახელად ტორის, დაქირავება 125 დოლარი ღირს. როდესაც გერმანელი მოსწავლეები სკოლებში არიან, ტორი მათ სახლში დაძვრება და ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც კი აგნებს დამალულ ნარკოტიკებს.

"ჩვენ მშობლებს პრინციპულად ვურჩევთ ამ პრობლემის დაძლევაში ფსიქოლოგი ჩართონ. თუმცა, მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ებრძოლონ შვილის ნარკოდამოკიდებულებას. ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა შემთხვევა, როდესაც მშობლებმა ძაღლი დაიქირავეს და დამტკიცდა, რომ მათი სკოლის მოსწავლე გოგონა ნარკოტიკებს შეუმჩნევლად მალავს. არ დამიჯერებთ და ძაღლმა კოკაინი სვიტერში იპოვა, რომელიც ბავშვმა ჭუჭყიან სარეცხში დამალა", - ამბობს რეუტერი.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს