ნიკა წულუკიძე კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი გახდა

ნიკა წულუკიძე კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი გახდა

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე მადლობას უხდის სრულიად საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოში მისი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე. ამ თემაზე "ამბები.გე"-ს თავად ნიკა წულუკიძე ესაუბრება. 

- ნიკა, რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?

- კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოში ჩემი კანდიდატურა წარადგინეს, რომელსაც მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ (დედაქალაქისა თუ რეგიონების თეატრებმა) მხარი ერთხმად  დაუჭირა.

- მინისტრის მრჩეველი გახდი?

- მინისტრის სარეკომენდაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი გავხდი....

- გილოცავ...

- ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ქართული თეატრის წარმომადგენლებმა ყველაზე მეტი ხმა მე მომცეს. ცოტა შემრცხვა, მაგრამ ამავე დროს გამიხარდა. ვეცდები, ამ ადამიანების ნდობა გავამართლო.

ლალი ფაცია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს