გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები გაათავისუფლეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები გაათავისუფლეს

გორში მცხოვრები დები - ია და ლიკა ყოლბაიები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ერთდროულად გაათავისუფლეს. მათ დასახმარებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისს მიმართეს. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ყოლბაიებმა 2013 წლის მარტსა და მაისში, სანიმუშო მუშაობისთვის და წარჩინების მოტივით პრემიები აიღეს. ხოლო ივნისში ხელმძღვანელმა, ირაკლი კურცხალიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლებული დები ამბობენ, რომ ჰოსპიტალის საკადრო პოლიტიკას გორელი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი, მისი მარჯვენა ხელი - დავით წეწვაძე და სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე დავით გოგიაშვილი აწარმოებენ. "თავის დროზე, როცა დავინიშნეთ, ჩვენ არავის ადგილზე მოვსულვართ. ახლა კი იმის გამო გვათავისუფლებენ, რომ ჩვენს ადგილზე სხვების მოყვანა უნდათ", - ამბობს ია ყოლბაია. 

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა