და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მო­ნე­ტა

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მო­ნე­ტა

გან­ვაგ­რძობთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უნი­კა­ლუ­რი, იშ­ვი­ა­თი ნივ­თე­ბის ის­ტო­რი­ის თხრო­ბას და ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი-­თა­ნამ­შრო­მე­ლი, ნუ­მიზ­მა­ტი მაია პა­ტა­რი­ძე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მო­ნე­ტა­ზე გი­ამ­ბობთ:

- სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სვა­ნე­თის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უ­მის მო­ნე­ტებს ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ახა­სი­ა­თებთ - მა­თი უმე­ტე­სო­ბა სა­ეკ­ლე­სიო სა­გან­ძუ­რი­და­ნა­ა. რო­გორც ცნო­ბი­ლი­ა, სვა­ნეთ­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წე­სად იყო ეკ­ლე­სი­ა-­სა­ლო­ცა­ვე­ბის­თვის მო­ნე­ტე­ბის შე­წირ­ვა, რაც ოჯა­ხის სვე-­ბე­დის, წარ­მა­ტე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რი იყო. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით ვი­გებთ, რომ მა­მა­კა­ცე­ბი ეკ­ლე­სი­ებს ძი­რი­თა­დად, ია­რაღს წი­რავ­დნენ - მშვილდს, ისარს, ის­რის­პირს, ხან­ჯალს, თო­ფის ტყვი­ებ­სა და ვაზ­ნებს, ქა­ლე­ბი - მძი­ვებს, გახ­ვრე­ტილ ქვებს, მო­ნე­ტებ­სა და ქა­ლის სამ­კა­ულს. თი­თო­ე­ულ ნივთს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, მა­გა­ლი­თად, ისა­რი და ტყვია შე­წი­რუ­ლი იყო ბი­ჭის და­ბა­დე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ქვა და მო­ნე­ტა - ოჯა­ხის ბე­დი-­ბა­რა­ქი­სა და სი­უხ­ვი­სათ­ვის. ეკ­ლე­სი­ებ­ში შე­წი­რუ­ლი ნივ­თე­ბი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და წმინ­და იყო მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ამი­ტო­მაც სვა­ნურ­მა ტრა­დი­ცი­ამ არა­ერ­თი იშ­ვი­ა­თი მო­ნე­ტა შე­მო­უ­ნა­ხა მეც­ნი­ე­რე­ბას.

სწო­რედ ასეთ ბედ­ნი­ერ შემ­თხვე­ვას წარ­მო­ად­გენს და­ვით IV აღ­მა­შე­ნებ­ლის (1089-1125) ვერ­ცხლის მო­ნე­ტა.

აღ­წე­რი­ლო­ბა:

წო­ნა - 0,61 გრ; ზო­მა - 24/23 მმ

ვ. (ა­ვერ­სი) - ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წელ­სზე­ვით, პირ­და­პირ, თა­ვის ორი­ვე მხა­რეს წარ­ხო­ცი­ლი ბერ­ძნუ­ლი წარ­წე­რით, რომ­ლის ამო­კითხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა.

ღვ. (რე­ვერ­სი) - მო­ნე­ტის კი­დე­ებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "(ქრის­ტე) (ა­დი­დე) დ (ავ) თ აფ (ხაზ­თა) (მე­ფე)", ხო­ლო ცენ­ტრში - "და სე­ვას­ტო­სი"

რო­გორც წარ­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, და­ვი­თი ბი­ზან­ტი­უ­რი სა­კა­რის­კა­ცო ტი­ტუ­ლით - "სე­ვას­ტო­სა­და­ა" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა­ა, ვი­ნა­ი­დან ამ მო­ნე­ტის მოჭ­რის შემ­დეგ, უკ­ვე 1103 წელს რუ­ის-ურ­ბნი­სის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე მე­ფე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ ბი­ზან­ტი­უ­რ ტი­ტულ­ზე.

მო­ნე­ტა გახ­ვრე­ტი­ლი­ა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ, თოკ­ზე ას­ხმუ­ლი შეს­წი­რეს სა­ლო­ცავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მის ნუ­მიზ­მა­ტი­კურ ფონ­დებ­ში მოგ­ვე­პო­ვე­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მსგავ­სი ტი­პის მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც ზე­მო სვა­ნეთ­ში, კა­ლას თემ­ში, კვი­რი­კეს და ივ­ლი­ტას ეკ­ლე­სი­ის სა­გან­ძურ­ში იყო, სა­ი­და­ნაც 1949 წელს გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ექ­სპე­დი­ცი­ამ ჩა­მო­ი­ტა­ნა თბი­ლის­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის უნი­კა­ლურ სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტას მე­დი­დუ­რი წარ­წე­რით - "მე­ფე აფ­ხაზ­თა, ქარ­თველ­თა, რან­თა, კახ­თა და სო­მეხ­თა", ის ერ­თა­დერ­თია და ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს