ზუგდიდის რაიონში სტიქიამ ოცამდე სოფელი დააზარალა

 ზუგდიდის რაიონში სტიქიამ ოცამდე სოფელი დააზარალა

ზუგდიდის რაიონში ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ოცამდე სოფელი დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში, სადაც ეზოებში შესულმა წყალმა 120 სანტიმეტრს მიაღწია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ჯერჯერობით მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის მუციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სტიქიამ მოსავალი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა. შექმნიალია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ზარალს სწავლობს. ზუგდიდში ამ დროისთვისაც წვიმს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა