ქეითისა და უილიამის ორეულებმა პრესა გააშაყირეს

ქეითისა და უილიამის ორეულებმა პრესა გააშაყირეს

ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი წმინდა მარიას ლონდონის საავადმყოფოსთან ქეით მიდლტონის მშობიარობის მომლოდინე ჟურნალისტებს გაეხუმრა.

გამოცემამ, საკუთარი კოლეგების რეაქციის გამოცდის მიზნით, საავადმყოფოსთან კემბრიჯის ჰერცოგინიასა და მისი მეუღლის, პრინც უილიამის ორეულები გაგზავნა. ფაქტის ამსახველი ფოტოები ტაბლოიდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფოტორეპორტიორები სამეფო ოჯახის ცრუ წარმომადგენლებს მისცვივდნენ. მათ კი მოულოდნელად ზედატანის ღილები გაიხსნეს და რეპორტიორებს The Sun-ის ლოგოტიპიანი მასიურები აჩვენეს, რომელზეც ეწერათ: "სამეფო ბავშვზე ამბების პირველი გამშუქებელი".

წინასწარი ინფორმაციით, ქეითი დასავლეთ ლონდონში წმინდა მარიას საავადმყოფოში იმშობიარებს. ამ საავადმყოფოში 31 წლის წინ მისი მეუღლე, პრინცი უილიამი დაიბადა. საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ წყვილი ჟურნალისტების მოტყუებას შეძლებს და ჰერცოგინია ბრიტანეთის ტახტის მომავალ მემკვიდრეს ქალაქ რედინში გააჩენს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს